loader

“სწავლის კიდევ ორი კვირით გადადებას განიხილავენ“ - რა შემთხვევაში გადაიდება სკოლებში სწავლის განახლება? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“სწავლის კიდევ ორი კვირით გადადებას განიხილავენ“ - რა შემთხვევაში გადაიდება სკოლებში სწავლის განახლება?


ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, თუ მომდევნო დღეებში ინფიცირებულთა რაოდენობა 200-ის ფარგლებში იქნება, სკოლებსა და ბაღებში სწავლა პირველ ოქტომბერს განახლდება.

როგორც ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ აღნიშნა, თუ დღეს არსებული მდგომარეობა ვერ შევინარჩუნეთ, შესაბამისი ორგანოები სასწავლო პროცესის კიდევ ორი კვირით გადადებას განიხილავენ, თუმცა ამჟამად, ამ ვერსიაზე საუბარი საკოორდინაციო საბჭოს სხდომებზე არ მიმდინარეობს.