loader

"ორსულობის ბოლო თვეებში ხელი უკრია და საწოლიდან გადავუგდივარ... მძინარეს მგუდავდა..." - ქალები, რომლებმაც მოძალადე ქმრები დანით დაჭრეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ორსულობის ბოლო თვეებში ხელი უკრია და საწოლიდან გადავუგდივარ... მძინარეს მგუდავდა..." - ქალები, რომლებმაც მოძალადე ქმრები დანით დაჭრეს

ქალი, რომელზეც ქმარი ძალადობდა, ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდა. 2-წლიანი თანაცხოვრების დროს 25 წლის ქალი არაერთხელ გამხდარა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლი, მათ შორის, ორსულობის დროსაც. ბოლო შემთხვევა კი ქმრის დაჭრით დასრულდა. განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით ახლა მას 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კიდევ ერთი მსგავსი ფაქტის შესახებ გახდა "კურიერისთვის" ცნობილი -  41 წლის ქალმა მიაყენა დანით დაზიანება საკუთარ ქმარს, თუმცა ის სასამართლომ უკვე გაამართლა.