loader

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს პირველი დაკავებული ჰყავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს პირველი დაკავებული ჰყავს

დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველს, მიხეილ რამიშვილს სატელიტური ფოტოები მიაწოდა, დააკავეს.

ფაქტი „ინტერპრესნიუსს“ ფურცხვანიძის მეუღლემ დაუდასტურა, თუმცა ბრალდების თაობაზე მისთვის ჯერჯერობით უცნობია.

ცნობისთვის, დავით ფურცხვანიძემ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს იმ ადგილის სატელიტური ფოტოები გადასცა, სადაც გარდაცვლილი პროგრამისტი იპოვეს. პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების მიერ გასაჯაროებულ ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის შედეგებით გაირკვა, რომ ისინი დამონტაჟებული და ყალბია.