loader

ეს რეგიონი 2 კვირის წინ "მწვანედ" ითვლებოდა, ახლა კი ინფიცირების ერთ-ერთი ცენტრია - რომელ რეგიონში გამოვლინდა 25 სექტემბერს კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეს რეგიონი 2 კვირის წინ "მწვანედ" ითვლებოდა, ახლა კი ინფიცირების ერთ-ერთი ცენტრია - რომელ რეგიონში გამოვლინდა 25 სექტემბერს კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა?

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 165 აჭარაში გამოვლინდა.

როგორც ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ინფიცირების აქტიური 3 ათასი შემთხვევიდან 17 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე.

"ამჟამად აქტიური შემთხვევა გვაქვს 3 ათასამდე; მხოლოდ 17 არის კრიტიკულად მძიმე, დანარჩენების არის მძიმე, საშუალო და მსუბუქი. რეგიონების მიხედვით ლიდერობს აჭარა - 165 გახლავთ; იმერეთი - 27; კახეთი - 6; თბილისი - 43; სამეგრელო-ზემო სვანეთი 6; სამცხე-ჯავახეთი - 4; ქვემო ქართლი - 3; შიდა ქართლი - 2.