loader

ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებული ხვიჩა მღებრიშვილის პირველი კომენტარი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებული ხვიჩა მღებრიშვილის პირველი კომენტარი

ვნახე ქართველები, კარგად არიან, გამოსვლას ელოდებიან, - ამის შესახებ ხვიჩა მღებრიშვილმა ცხინვალის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ცხინვალში პატიმრობაში ყოფნისას კარგად ექცეოდნენ.

„არცევში მივდიოდი, ტელეფონზე მისმენდნენ, მელოდებოდნენ. სანამ შევიდოდი, დაახლოებით 100 მეტრში დამიჭირეს და ცხინვალში წამიყვანეს. კარგად მექცეოდნენ, პრობლემა არ მქონია. ღამურებთან დაკავშირებით განცხადებები სისულელეა. რა ლაბორატორია, ინგლისური არ ვიცი, რა ამერიკელები.

ვნახე ქართველები, კარგად არიან, გამოსვლას ელოდებიან“,-განაცხადა ხვიჩა მღებრიშვილმა.