loader

საქართველოს პროკურატურა შოკისმომგვრელ დეტალებს ასაჯაროებს - რას ედავება უწყება დავით ფურცხვანიძეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს პროკურატურა შოკისმომგვრელ დეტალებს ასაჯაროებს - რას ედავება უწყება დავით ფურცხვანიძეს

პროკურატურის ინფორმაციით, დავით ფურცხვანიძეს, რომელმაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველ მიხეილ რამიშვილს სატელიტური ფოტოები მიაწოდა, ბრალად მტკიცებულების ფალსიფიკაციის და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის გავრცელება ედება. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა.

როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, აღნიშნული საქმე თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებიდან ცალკე გამოიყო. პროკურორის ინფორმაციით, ამოღებულ იქნა დაკავებული დავით ფურცხვანიძის და მისი შვილის ტექნიკა და მობილური ტელეფონები.