loader

ექსკლუზივი: ვახტანგ ჩიქოვანი დუმილს არღვევს - ბრალდებული გიორგი შაქარაშვილის მშობლებს მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ექსკლუზივი: ვახტანგ ჩიქოვანი დუმილს არღვევს - ბრალდებული გიორგი შაქარაშვილის მშობლებს მიმართავს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ვახტანგ ჩიქოვანი ექსკლუზიურად ”ინტერპრესნიუსთან“ პირველ კომენტარს აკეთებს. სააგენტოსთვის ექსკლუზიურად გამოგზავნილ წერილში ის აცხადებს, რომ სიცოცხლის ფასადაც რომ დაუჯდეს, თავის უდანაშაულობას დაამტკიცებს.

"მე არ მწამს პროკურატურის დაქირავებული მოსამართლეების. ადამიანი, რომელიც თავისი მიღებული გადაწყვეტილებებით მიგვანიშნებს, რომ ეს საქმე არის შეკერილი. ეს ჩვენ კარგად ვიცით, ის წარმოადგენს პროკურატურას და არა სასამართლოს და თქვენ ამას უნდა შეეგუოთო, მაგრამ არ ვაპირებ, ამ სისულელეს და ცილისწამებას თვალი გავუსწორო. სიცოცხლის ფასად რომ დაგვიჯდეს, ჩვენს უდანაშაულობას მაინც დავამტკიცებთ.

ასევე უნდა მივმართო გიორგი შაქარაშვილის მშობლებს - ნამდვილად გინდათ, თქვენი შვილის მკვლელობის ბრალდებით უდანაშაულო ხალხი გაგვასამართლონ? ამასთანავე მინდა მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენი წყევლითა და ლანძღვით არის დაკავებული. დაფიქრდით, იქნებ ასეთ გაურკვეველ სიტუაციაში თქვენი შვილებიც მოხვდნენ, რომლებიც სრულიად უდანაშაულოები არიან. მერე მიხვდებით, როგორი ძნელია, როდესაც თქვენთვის საყვარელ ადამიანებს ასეთ აბსურდულ დანაშაულებს ტენიან“, - წერს ჩიქოვანი "ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილ წერილში.