loader

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის ვინაობა ცნობილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის ვინაობა ცნობილია

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი აირჩია. მის კანდიდატურას მხარი სამეურვეო საბჭოს რვა წევრმა დაუჭირა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ხათუნა ლაგაზიძემ ერთი ხმა მიიღო, ხოლო ირმა სოხაძემ – არცერთი.

ცნობისთვის, თინათინ ბერძენიშვილი საქართველოს "პირველი არხის" გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე იყო და ამჟამად გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებს; ბერძენიშვილი ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) მედიაკომიტეტის წევრი და ამავე ორგანიზაციის გენდერული საკითხების ჯგუფის ხელმძღვანელია.