"ჩემთვის სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენი [ნაციონალური მოძრაობის] ამომრჩევლების ხმები, ასეთი პოლიტიკოსი ვარ." - ზურა ჯაფარიძის განცხადებას ოპოზიციაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა
13:05 / 26-09-2020
ზურა ჯაფარიძემ "ტვ პირველში" სალომე სამადაშვილს განუცხადა, რომ მისთვის მთავარი არის სიმართლე და არა "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველთა ხმები. ამ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და, შესაძლოა, ზურა ჯაფარიძის კონკურენტად დიდუბე-ნაძალადევის ოლქში სალომე სამადაშვილიც ვიხილოთ.