loader

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავეს - დაკავების კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავეს - დაკავების კადრები

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1978 წელს დაბადებული ჟ.ი. და 1966 წელს დაბადებული ბ.ლ. დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ჟ.ი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის პარიზი-თბილისის რეისით ჩამოფრინდა. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკისას, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 330 აბი ამოიღო.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბ.ლ.-მ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ჟ.ი.-ს დახმარებით საქართველოში უკანონოდ შემოიტანა. პოლიციამ ბ.ლ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავა.