loader

მარნეულში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მარნეულში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

მარნეულში მომხდარ ინციდენტზე, მათ შორის, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.

ინციდენტის დროს დაშავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ხოლო „პირველი არხის“ ოპერატორს კამერა დაუმტვრიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც ჟურნალისტებს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ლაშა გოგნიაშვილმა განუცხადა, გამოძიება დაიწყო ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით.