loader

ტოვებს თუ არა თენგიზ ცერცვაძე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თანამდებობას? - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტოვებს თუ არა თენგიზ ცერცვაძე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თანამდებობას? - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტება

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას კი თენგიზ ცერცვაძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თენგიზ ცერცვაძე აჭარაში უახლოეს დღეებში ვიზიტს გეგმავს, რათა ეპიდვითარებას ადგილზე გაეცნოს.

„ასეთი ინფორმაცია მე არ მაქვს. ამ ინფორმაციას ჩვენამდე არ მოუღწევია, თუმცა ერთი ვიცი, რომ ბატონი თენგიზი ემზადება ბათუმში ვიზიტისთვის. ვიცი, რომ აპირებს ამ დღეებში ჩამოსვლას, როგორც ქალბატონი მარინა ეზუგბაია იყო ჩამოსული", - აცხადებს გაბუნია.