loader

ძმის შვილიშვილის, 5 წლის ბავშვის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის ქმედებაში ბრალდებულზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძმის შვილიშვილის, 5 წლის ბავშვის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის ქმედებაში ბრალდებულზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 5 წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენაში 58 წლის მამაკაცი დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილებით, სააპელაციო სასამართლომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი გააუქმა და ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გენერალური პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მამაკაცმა გასული წლის ზაფხულში 5 წლის გოგონასთან სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა.

ასევე იხილეთ: "გეტყვი და არ გამლახოო" - 5 წლის გოგონას დედა ჰყვება, როგორ უამბო მისმა ქალიშვილმა მასზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის დეტალები