loader

მძიმე კადრები ბათუმიდან, სადაც ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 5 კი დაშავდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძიმე კადრები ბათუმიდან, სადაც ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 5 კი დაშავდა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა და ხუთი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა BMC-ში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, მოქალაქეებს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ. ავტოსაგზაო შემთხვევა აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.