loader

"არ უნდა დავუშვათ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შექმნილ კრიზისულ ვითარებაში ცალკეულმა დესტრუქციულმა ელემენტებმა, ჩრდილი მიაყენონ ჩვენს მეგობრობას" - ვახტანგ გომელაური - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ უნდა დავუშვათ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შექმნილ კრიზისულ ვითარებაში ცალკეულმა დესტრუქციულმა ელემენტებმა, ჩრდილი მიაყენონ ჩვენს მეგობრობას" - ვახტანგ გომელაური

ქართული მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზაობას ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ვითარების განმუხტვას, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, დიალოგის გამართვის მიზნით, კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას უმასპინძლოს თბილისში, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის მორიგ სამხედრო დაპირისპირებასთან და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა.