აჭარის მთავრობა ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში სტიქიის შედეგად დაღუპული ოჯახიდან ერთადერთ გადარჩენილ წევრს ბინას გადასცემს.
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, 12 წლის გოგონას მთავრობა სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
შეგახსენებთ, ხელვაჩაურში მეწყერის შედეგად ერთი ოჯახის სამი წევრი დაიღუპა. მხოლოდ 12 წლის გოგონა გადარჩა, რომელიც სტიქიის ღამეს შუახევში სტუმრად იმყოფებოდა.