loader

მარინა ენდელაძე კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე განმარტებებს აკეთებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მარინა ენდელაძე კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე განმარტებებს აკეთებს

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევიდან 230 აჭარაში, 134 კი თბილისში დაფიქსირდა. იმერეთში 68 ახალი პაციენტია, სამცხე -ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და სამეგრელო- ზემო სვანეთში 8-8 შემთხვევაა, შიდა ქართლში 6, ხოლო კახეთსა და მცხეთა- მთიანეთში 5-5- ახალი პაციენტია.

როგორც ჟურნალისტებს მარინა ენდელაძემ განუცხადა, თბილისი ახალი შემთხვევების კუთხით საყურადღებოა, რადგან საერთო ინფიცირებულებში 22%-დან 28%-მდე მოიმატა კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებელმა.

მისივე თქმით, დღეისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა აქტიური შემთხვევა არის 4672, საიდანაც 60 არის კრიტიკულ მდგომარეობაში, მათგან 59 პაციენტი არის მართვით სუნთქვის სხვადასხვა რეჟიმზე, ამასთან 9 პაციენტი არის აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან.

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, ცენტრში 42 კოვიდ-19-ით ინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 6 მძიმე პაციენტია.