loader

რა ვითარებაა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ? - "თავდასხმას აგრძელებენ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ვითარებაა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ? - "თავდასხმას აგრძელებენ"

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ. როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება აცხადბს, მიუხედავად იმისა, რომ 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა, სომხეთის არმია აღდერე-ერტერისა და ფუზული-ჯაბრაილის მიმართულებებით თავდასხმების განხორციელებას შეეცადა და მათი რამდენიმე დასახლების წინააღმდეგ საარტილერიო ცეცხლი გახსნა.

თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის უწყება უარყოფს აზერბაიჯანული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ტარტარისა და აღდამის მიმართულებით ცეცხლის გახსნის შესახებ და ისიც აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებს.