loader

“პირველ ადგილზე თბილისია, რისიც გვეშინოდა“ – 523 ახალი შემთხვევა და 208 გამოჯანმრთელებული, ინფიცირების შემთხვევები რეგიონების მიხედვით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“პირველ ადგილზე თბილისია, რისიც გვეშინოდა“ – 523 ახალი შემთხვევა და 208 გამოჯანმრთელებული, ინფიცირების შემთხვევები რეგიონების მიხედვით

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილზე თბილისია.
მისივე თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობა კლებისკენ მიდის აჭარაში.
„სამწუხაროდ, ახლა, პირველ ადგილზე თბილისია, რისიც გვეშინოდა ჩვენ და გახლავთ 194 ახალი დადასტურებული შემთხვევა თბილისში. აჭარაში საბედნიეროდ, იკლებს, იქ მიღებულმა ღონისძიებებმა გამოიღო შედეგი და გახლავთ 172 პაციენტი, მესამე ადგილზე კვლავ გახლავთ იმერეთი 117 პაციენტით, შემდეგ არის სამეგრელო-ზემო სვანეთი 16 პაციენტით, გურიასა და შიდა ქართლში გახლავთ 7-7 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ქვემო ქართლში -4 , კახეთში სამია, სამცხე-ჯავახეთში - 2, მცხეთა -თიანეთში გახლავთ 1 პაციენტი,- განაცხადა ენდელაძემ.