loader

“არ ვიცი მამა კირიონს რა მოტივები აქვს, რასაც ჰყვება, უფრო ემოციური მხარეა“ - როგორ აფასებს მეუფე გრიგოლი დავითგარეჯის საქმის დეტალებს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“არ ვიცი მამა კირიონს რა მოტივები აქვს, რასაც ჰყვება, უფრო ემოციური მხარეა“ - როგორ აფასებს მეუფე გრიგოლი დავითგარეჯის საქმის დეტალებს?

“შთაბეჭდილება რჩება, რომ ყველა თავის სიმართლეს ამბობს, მაგრამ ჭეშმარიტება ერთია და ეს ჭეშმარიტება, ალბათ, ნებისმიერ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა დაადგინოს.
ეკლესიის პოზიციას მაშინ გავიგებ მეც და თქვენც, როდესაც სინოდი შეიკრიბება და იმსჯელებს. სინოდი ერთი წელია არ შეკრებილა. ჩემთვის ძალიან ძნელია რაღაცის თქმა და მე იმდენივე ვიცი, რაც თქვენ. მედია საშუალებებიდან მიღებული ინფორმაციით, ძალიან ძნელია დასკვნების გაკეთება. შთაბეჭდილება რჩება, რომ ყველა თავის სიმართლეს ამბობს, მაგრამ ჭეშმარიტება ერთია და ეს ჭეშმარიტება, ალბათ, ნებისმიერ შემთხვევაში სასამართლომ უნდა დაადგინოს, იმისთვის არსებობს. დღეს, ახლა და ამ წუთას ერთადერთი, რაც მე ერთ ადამიანს, ერთ მოქალაქეს მიჩნდება ძალიან ბევრი კითხვაა , სხა ვერაფერს ვერ გეტყვით.
მე არ ვიცი მამა კირიონს რა მოტივები აქვს, რა საფუძვლები აქვს. მე ყურადღებით ვუსმინე და გულწრფელი კაცის შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ მისი ეს საუბარი და ის ამბავი, რასაც ჰყვება ეს არის უფრო ემოციური მხარე და თუ ადამიანები მხოლოდ აი, ამ ბრალდებით უნდა იქნენ პასუხისმგებაში მიცემული და სხვა მტკიცებულებები არ არსებობს, მე ძალიან გული დამწყდება“ - ასე გამოეხმაურა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი დავით გარეჯის საკითხს.