loader

რას ამბობს მარინა ენდელაძე კორონავირუსის ახალ შემთხვევებსა და 6 ახალ გარდაცვლილზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს მარინა ენდელაძე კორონავირუსის ახალ შემთხვევებსა და 6 ახალ გარდაცვლილზე

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 6 პაციენტიდან, 3 აჭარაში გარდაიცვალა, 1 - საჩხერეში, 2 კი თბილისში.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების სულ 91 შემთხვევა ფიქსირდება.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 12 272-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 211 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა ამ ეტაპზე 6538-ია.