loader

აჭარაში, 41 წლის ქალი კოვიდსასტუმროში გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აჭარაში, 41 წლის ქალი კოვიდსასტუმროში გარდაიცვალა

აჭარაში, 41 წლის ქალი კოვიდსასტუმროში გარდაიცვალა. 
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსისგან აჭარაში 41 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელიც კოვიდსასტუმროში მკურნალობდა.

უწყების განმარტებით, კორონავირუსი მას 10 ოქტომბერს დაუდასტურდა. იმავე დღეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილ იქნა კოვიდსასტუმროში.
"დაავადება მიმდინარეობდა უსიმპტომოდ. პაციენტი იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალის მხრიდან მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზია თრომბოემბოლია", - აცხადებენ უწყებაში.