loader

"მოქალაქეები ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი" - დაღუპულია 12 და დაშავებულია 40 ადამიანი, სომხეთმა ქალაქ განჯაზე ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით თავდასხმა განახორციელა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოქალაქეები ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი" - დაღუპულია 12 და დაშავებულია 40 ადამიანი, სომხეთმა ქალაქ განჯაზე ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით თავდასხმა განახორციელა

აზერბაიჯანის საგარეო უწყების ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ განჯაზე ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით თავდასხმა განახორციელეს. მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაღუპულია 12 და დაშავებულია 40 ადამიანი. განცხადება გაავრცელა აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამსახურმაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ განადგურებულია საცხოვრებელი შენობები და მოქალაქეები ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის შენობების ნანგრევებიდან გამოყვანილია 40 დაშავებული მოქალაქე და 12 გარდაცვლილის ცხედარი.

სამაშველო ოპერაცია გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა წუხელ, ადგილობრივი დროით 01:00 საათზე განხორციელდა. არაღიარებული მთიანი ყარაბაღი კი იუწყება, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს დილიდან მთიანი ყარაბაღის სამოქალაქო დასახლებებზე სარაკეტო-საარტილერიო შეტევა განაახლეს. მათივე ინფორმაციით, ინტენსიურად იბომბება ქალაქ სტეპანაკერტისა და ქალაქ შუშის სამოქალაქო ინფრასტრუქტურები.