loader

"დაგვინდეთ... მოვუწოდებ თბილისელებს და მთელ საქართველოს, დაგვინდეთ" - რას ამბობს მარინა ენდელაძე კორონავირუსის რეკორდულ მაჩვენებელზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დაგვინდეთ... მოვუწოდებ თბილისელებს და მთელ საქართველოს, დაგვინდეთ" - რას ამბობს მარინა ენდელაძე კორონავირუსის რეკორდულ მაჩვენებელზე

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძის შეფასებით, კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა უკვე საგანგაშოა. მან საზოგადოებას რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

როგორც მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობის მკვეთრი ზრდა რეგულაციების არდაცვას უკავშირდება.

„ეს უკავშირდება ისევ და ისევ რეგულაციების არდაცვას. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საზოგადოებას, თბილისელებს და საერთოდ, მთელ საქართველოს, რომ დავინდოთ საკუთარი თავი, დავინდოთ სახელმწიფო და დაგვინდეთ ჩვენც, ექიმები, რამეთუ ძალიან რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა“,-განაცხადა ენდელაძემ.