loader

"ფანჯრიდან გადაძვრა და სახურავზე გაუჩინარდა" - ვინ იყო შემძვრალი ხატია დეკანოიძის ოფისში ღამის 3 საათზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ფანჯრიდან გადაძვრა და სახურავზე გაუჩინარდა" - ვინ იყო შემძვრალი ხატია დეკანოიძის ოფისში ღამის 3 საათზე?

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, მის შტაბში უკანონოდ შეაღწიეს.

როგორც დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს, აპარატურის დასაყენებლად შტაბში სუს-ი შევიდა.

„ღამე შტაბიდან რომ წამოვედით, ჩვენი ახალგაზრდები დარჩნენ. უცებ, ჩაქრა შუქი და ბავშვებმა ბრაგუნის ხმა გაიგეს ჩემს ოთახში და სახურავზე. ავარდნენ მესამე სართულზე, მაგრამ იქ, ვინც იყო გაიქცა.

უკანონოდ შეაღწიეს ჩვენს შტაბში და ჩემს ოთახში, სადაც ვიკრიბებით. გასაგებია, ვინც შეაღწევდა და რისთვის.

ნაფეხურებია ჩემს ოთახში და სახურავზე. ისევ აპარატურის დასაყენებლად შევიდა სუსი“, - წერს ხატია დეკანოიძე „ფეისბუქზე“.