loader

"მოქალაქეებს გთხოვთ..." - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - 112" განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოქალაქეებს გთხოვთ..." - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - 112" განცხადებას ავრცელებს

"საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - 112" საზოგადოებას მოუწოდებს, არამიზნობრივად არ დარეკონ ქოლცენტრში.

"მოქალაქეებს გთხოვთ, გამოიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და არამიზნობრივად არ დარეკოთ 112-ზე. დარეკეთ მხოლოდ მაშინ, როცა გესაჭიროებათ საპატრულო პოლიციის, სასწრაფო-სამედიცინო და სახანძრო/სამაშველო სამსახურების დახმარება. ასევე, დაგვიკავშირდით კორონავირუსული სიმპტომების გამოვლენისთანავე, რათა მიიღოთ შესაბამისი კონსულტაცია ოჯახის ექიმისგან. 112 არის გადაუდებელი დახმარების ნომერი, კორონავირუსთან და მის მართვასთან დაკავშირებული საინფორმაციო ტიპის შეკითხვებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ მთავრობის ცხელ ხაზს - 144", - ნათქვამია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის განცხადებაში.