loader

"ნაციონალურ მოძრაობას" სურს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინფიცირდეს და ქვეყანაში იყოს უმძიმესი მდგომარეობა" - კახა კალაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნაციონალურ მოძრაობას" სურს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინფიცირდეს და ქვეყანაში იყოს უმძიმესი მდგომარეობა" - კახა კალაძე

„ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს იყენებს იმისთვის, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნას, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინფიცირდეს.

„ნაციონალური მოძრაობა“ მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში შექმნას არეულობა თავისი განცხადებებით, თავისი ქმედებებით. თუნდაც ამ ეპიდემიოლოგიურ რთულ ვითარებაში იმის მაგივრად, რომ ყველა ერთად ვიყოთ და გვერდში დავუდგეთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, თავისი ქმედებებით, ასე ჩანს, ყოველ შემთხვევაში, რომ მათ სურთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინფიცირდეს ქვეყანაში, იყოს უმძიმესი მდგომარეობა და ა.შ.“, - განაცხადა კახა კალაძემ.