loader

"გვქონდა ხარვეზები, აშკარად არასწორი გადაწყვეტილება მივიღეთ" - რომელ გადაწყვეტილებას უწოდა პაატა იმნაძემ პოპულისტური? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გვქონდა ხარვეზები, აშკარად არასწორი გადაწყვეტილება მივიღეთ" - რომელ გადაწყვეტილებას უწოდა პაატა იმნაძემ პოპულისტური?

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კორონავირუსთან ბრძოლის მართვაში არსებულ ხარვეზებზე საუბრისას თქვა, რომ ბათუმში ტესტირების კარვების დადგმა "პოპულისტური" გადაწყვეტილება იყო. ამაზე მან "ფორმულის" ეთერში, გადაცემა "პოლიტმეტრში" ისაუბრა.

"ჩვენც გვქონდა ხარვეზები. აშკარად არასწორი, ცოტა პოპულისტური იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ კარვები გაგვეხსნა ბათუმში. ამან გამოიწვია ის, რომ ყველა ცნობისმოყვარე იკმაყოფილებდა ცნობისმოყვარეობას. ამან გამოიწვია ლაბორატორიების გადატვირთვა და შემდეგ უკვე პასუხები დაგვიანდა იქ, სადაც პასუხები ადამიანებს დროულად უნდა მიეღოთ. ეს იყო ჩვენი შეცდომა. შეცდომა არ მოსდის მას, ვინც არაფერს აკეთებს. მერე კრიტიკა ადვილია მათთვის, ვინც არაფერს აკეთებს", - განაცხადა პაატა იმნაძემ.