loader

"ხომ არ გცხელათ, კონდიციონერი ჩავრთოთო" - ყველაფერი, რაც "საქართველოს ბანკზე" განხორციელებულ თავდასხმაზეა ცნობილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხომ არ გცხელათ, კონდიციონერი ჩავრთოთო" - ყველაფერი, რაც "საქართველოს ბანკზე" განხორციელებულ თავდასხმაზეა ცნობილი

გუშინ ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა,  რომელიც 500 000 დოლარს ითხოვდა.

იმ დროს, როცა მძარცველი ბანკში შეიჭრა, შენობაში 40-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. მათმა ნაწილმა გაქცევა მოახერხა, 19 ადამიანი კი მძევლად მთელი დღის განმავლობაში ჰყავდა ერთ ოთახში გამომწვდეული.
ერთ-ერთი გოგონა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი, ჰყვება, რომ მძარცველმა მათ ხაჭაპური აჭამა და თუ სურვილი ექნებოდათ, კონდიციონერსაც ჩაურთავდა.
ყველაფერი კი მაშინ დასრულდა, როდესაც თავდამსხმელმა, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი 19 ადამიანი, მიიღო ფული. შეიარაღებულმა თავდამსხმელმა, რომელსაც ხელში ხელყუმბარა ეჭირა, შენობა 4 მძევალთან ერთად დატოვა. მძევლებს შორის იყო ერთ-ერთი სამხარეო პოლიციის უფროსი, რომელმაც საკუთარი ნებით გადასცა ფული და ჩაანაცვლა ერთ-ერთი მძევალი.
სპეცოპერაციის დასრულებიდან 16 საათი გავიდა, თუმცა გაქცეული თავდამსხმელის კვალს, რომელმაც ნახევარი მილიონი $ წაიღო, ვერ მიაგნეს.