loader

ვის ეკუთვნოდა ნახევარი მილიონი დოლარი, რომელიც მძარცველმა წაიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვის ეკუთვნოდა ნახევარი მილიონი დოლარი, რომელიც მძარცველმა წაიღო

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, თანხა, რომელიც მძევალს გადასცეს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ იყო და ის „საქართველოს ბანკმა“ გადაიხადა.

„ბიუჯეტის თანხა ნამდვილად არ არის, „საქართველოს ბანკის“ თანხაა. ეს ასე ხდება, ყველგან ხდება, მსოფლიოში ასე ხდება, როცა ბანკში შედიან და იყვანენ მძევლებს... ყველამ იცის და მეკითხებით - „თიბისი ბანკი“ ხომ არ გადაიხდის, „საქართველოს ბანკში“ იყო ხალხი შესული?“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში გომელაურმა.

კითხვაზე, ჰყავდა თუ არა ბანკზე თავდამსხმელს თანამზრახველები, შინაგან საქმეთა მინისტრი პასუხობს, რომ გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს.