loader

ახლახან ავჭალაში მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს, იარაღით ხელშია გარდაცვლილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახლახან ავჭალაში მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს, იარაღით ხელშია გარდაცვლილი

გლდანში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას ინფორმაციით, ავჭალაში ახალგაზრდა მამაკაცი ავტომანქანაში ჩაცხრილეს.

როგორც მელია სოციალურ ქსელში წერს, მამაკაცი იარაღით ხელშია გარდაცვლილი.

„ახლახან გლდანის რაიონში (ავჭალაში), სარაჯიშვილის ქუჩაზე, მანქანაში ჩაცხრილეს ახალგაზრდა მამაკაცი. იარაღით ხელშია გარდაცვლილი. მკვლელმა გაქცევა მოასწრო“, - წერს მელია.

მელია სოციალურ ქსელში შემთხვევის ამსახველ ფოტოსაც აქვეყნებს.