loader

ვინ არის მამაკაცი, რომელიც ავჭალაში, საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის მამაკაცი, რომელიც ავჭალაში, საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე არ აკეთებს კომენტარს, არის თუ არა ავჭალაში მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძე ე.წ. ციხის ბუნტის ერთ-ერთი ორგანიზატორი. ჟურნალისტებმა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით შეკითხვა უწყების წარმომადგენელს, კახა მურადაშვილს დაუსვეს, რომელიც ავჭალაში, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა მისი თქმით, შსს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ არაოფიციალური ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც ავჭალაში, საკუთარ ავტომანქანაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ჩაცხრილეს, ე.წ. ციხის ბუნტის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვალერიან ნემსიწვერიძეა.

გავრცელებული ცნობით, ის 2013 წელს, ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა. გარდა ამისა, მედიის ინფორმაციით, ნემსიწვერიძეს წარსულში 2004-2008 წლის მოწვევის პარლამენტის დეპუტატის კახა გიუაშვილის მკვლელობის დაგეგმვას ედავებოდნენ, რომელიც საქმის ფიგურანტ დავით მინდაძეს უნდა შეესრულებინა. მოგვიანებით დავით მინდაძემ და ვალერიან ნემსიწვერიძემ საქართველოს სტრასბურგში უჩივლეს და სახელმწიფოს საქმე მოუგეს.