loader

"შეიძლება მე ვიყო ან ივანიშვილი, კალაძე და გახარია" - ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიცია საარჩევნოდ ყალბი ვიდეოების გამოქვეყნებას გეგმავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შეიძლება მე ვიყო ან ივანიშვილი, კალაძე და გახარია" - ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიცია საარჩევნოდ ყალბი ვიდეოების გამოქვეყნებას გეგმავს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, იზრდება პროვოკაციების რისკი. მისივე განცხადებით, პარტიას აქვს ინფორმაცია, რომ „რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები“ ამზადებენ მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, როგორიც არის „დიფ ფეიკი“. კობახიძის განმარტებით, ამგვარი პროგრამების მეშვეობით, ადამიანების ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც კი არის შესაძლებელი. მან ამომრჩეველს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდა, რათა ისინი დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ არ მოექცნენ.