loader

"ეეეჰ, ეს გეგმაც როგორ გამიგო ივანიშვილმა, როგორ ჩამიშალა..." - მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეეეჰ, ეს გეგმაც როგორ გამიგო ივანიშვილმა, როგორ ჩამიშალა..." - მიხეილ სააკაშვილი

"მოემზადონ გუდა-ნაბადის ასაკრავად, ხელისუფლების მშვიდობიანად გადმოსაბარებლად. როგორც გადავაბარეთ, ისევე გადმოგვაბარებენ, რამდენიც არ უნდა იხტუნაონ", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

ის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, „რადიკალური ოპოზიცია ამზადებს მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, რომლებითაც ადამიანების ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც არის შესაძლებელი“.