loader

"ლოკდაუნის“ გარეშე ინფიცირების დიდი რაოდენობის მოკლე დროში შემცირება ძნელია" - თენგიზ ცერცვაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ლოკდაუნის“ გარეშე ინფიცირების დიდი რაოდენობის მოკლე დროში შემცირება ძნელია" - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამოსასვლელად ორი გზა არსებობს: ან მკაცრი შეზღუდვების დაწესება, ან ახალი შემთხვევების ზრდის მართვა.

"ჩვენი მთავრობა ჯერჯერობით ამაზე უარს ამბობს და მეორე, უარი ვთქვათ „ლოკდაუნზე“, ამით შეგნებულად წავიდეთ გაზრდილ რაოდენობაზე, რადგან „ლოკდაუნს“ თუ არ გამოვიყენებთ, ისე ახალი შემთხვევების ზრდის მართვა ძნელია. მართალია, ინტენსიური ღონისძიებები და წერტილოვანი პრევენციული ღონისძიებები ტარდება, მაგრამ მაინც ძნელია „ლოკდაუნის“ გარეშე ინფიცირების ამ დიდი რაოდენობის მოკლე დროში შემცირება", - განაცხადა ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში".