loader

ვანო მერაბიშვილი სამართალდამცველების 3 მტერს ასახელებს - ყოფილი შს მინისტრის ვიდეომიმართვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვანო მერაბიშვილი სამართალდამცველების 3 მტერს ასახელებს - ყოფილი შს მინისტრის ვიდეომიმართვა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სამართალდამცველებს მიმართავს.

როგორც ვიდეომიმართვაში მერაბიშვილი ამბობს, მოახლოებული არჩევნები ძალიან პრინციპულია, რადგან სამართალდამცველებს სამი მთავარი მტერი უპირისპირდება: მოსყიდვა, კრიმინალი და რუსი აგენტები.

მერაბიშვილის თქმით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამომრჩევლების მოსყიდვას შეეცდება.

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი სამართალდამცველებს მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან და უზრუნველყონ ხალხის ნება.