X
კობახიძე არ არის უნიჭო ბიჭი, მაგრამ არარაობა აღმოჩნდა - ნინო ბურჯანაძე
14:52 / 27-10-2020
კობახიძე არ არის უნიჭო ბიჭი, მცოდნე იურისტია, მაგრამ აღმოჩნდა, სამწუხაროდ, არარაობა, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ მმართველი გუნდის წევრების შეფასებისას „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანზე, ირაკლი კობახიძეზე განაცხადა.

ბურჯანაძის თქმით, მაშინ, როდესაც ყველამ იცის, თუ როგორ დააგროვა ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონება, ირაკლი კობახიძე „გლავკანალსა“ და „პერვი კანალზე“ არ უნდა საუბრობდეს.

„შეხედეთ კადრებს, ვინ არიან, ვინ მართავს ქვეყანას? კობახიძე არ არის უნიჭო ბიჭი, მცოდნე იურისტია, მაგრამ აღმოჩნდა, სამწუხაროდ, არარაობა, რომელიც ისე გადაირია თანამდებობის გამო და ამ დროს არ უნდა გადარეულიყო წესით, ნორმალურ ოჯახშია გაზრდილი. ასე რატომ უნდა გადაირიო? ასე რატომ უნდა შეაძულო ყველას თავი? ასეთი ცინიკური რატომ უნდა იყო და მერე გეყოს ჭკუა და „გლავკანალსა“ და „პერვი კანალს“ რომ ამბობ, ივანიშვილმა სად იშოვა მილიარდები, ბაბუამისმა დაუტოვა? არ ვიცით, სად იშოვა? არ ვიცით, 2012 წელს ასობით მილიონი როგორ წამოიღო რუსეთიდან? ამ პირობებში „გლავკანალი“ და მსგავს სხვა რაღაცებს გვახსენებს, გაჩუმდე ჯობია", - განაცხადა ბურჯანაძემ.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
ისტორიული გამარჯვება ფეხბურთში! - ქალთა საფეხბურთო კლუბი “ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს
კვამლი, ცეცხლი და ჟრიამული - რა ხდება ამ წუთებში დინამო არენასთან, სადაც საქართველოს ნაკრების ქომაგები იკრიბებიან
კიდევ ერთი უხერხული კადრი - კახა კალაძეს პირდაპირ ეთერში ბუზის მოგერიება დასჭირდა
"ქართველი მიცოცავს საჰარაში..." - რა ანეკდოტი მოყვა ბუბა კიკაბიძემ აქციაზე?
“აი ეს ხდება “თერჯოლა მედიში“ - 66 წლის კოვიდდადასტურებულ პაციენტს, რომელსაც სუნთქვა უჭირს, საავადმყოფო კარებს არ უღებს
ანა დოლიძეს პირდაპირ ეთერში უხერხული კადრები გაეპარა- როგორ ლოცულობს კანდიდატი
“რაც ნოდარა მელაძეა ტვ პირველზე, ეთერში სულ ეგ ზის“- თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილზე
“მოდიან“ - მოცეკვავე კაცი აქციიდან, რომელიც უკვე ინტერნეტ ვარსკვლავი გახდა