loader

ვინ დაექვემდებარება იზოლაციას ან კარანტინს საქართველოში შემოსვლისას და ვინ არა? - აეროპორტების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ დაექვემდებარება იზოლაციას ან კარანტინს საქართველოში შემოსვლისას და ვინ არა? - აეროპორტების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები, აგრეთვე მათი ოჯახის წევრები, თვითიზოლაციაში 8 დღით განთავსდებიან. უცხო ქვეყნიდან ჩამოსულმა პირმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინოს საქართველოში ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, რის შემდგომაც დაექვემდებარება თვითიზოლაციაში გადასვლას. ასევე, თუ პირი ვერ წარმოადგენს PCR ტესტს, დაექვემდებარება სავალდებულო წესით საკარანტინე სივრცეში გადაყვანას.