loader

"დე, შენს პრინცესას ტერორისტი უყვარს" - რა ხდებოდა სოციალურ ქსელში მას შემდეგ, რაც "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელის ვინაობა დადგინდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დე, შენს პრინცესას ტერორისტი უყვარს" - რა ხდებოდა სოციალურ ქსელში მას შემდეგ, რაც "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელის ვინაობა დადგინდა

5 დღის წინ, დღის 3 საათზე ზუგდიდი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. „საქართველოს ბანკში“ მძარცველი შეიჭრა და 40 ადამიანი მძევლად აიყვანა. რამდენიმე მათგანი გაუშვა, თუმცა 19 ადამიანი მძევლად აიყვანა და მათთან ერთად ბანკის შენობაში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ეს ადამიანები კი მას შემდეგ გაუშვა, რაც მისი მოთხოვნები დაკმაყოფილდა და ის თანხა, რომელიც მან მოითხოვა, მისცეს.
ამ ამბის შემდეგ, ბუნებრივია, ძალიან დიდი იყო ინტერესი ამ ადამიანის მიმართ. ვინ იყო მძარცველი? ეს შეკითხვა კი რამდენიმე დღე უპასუხოდ რჩებოდა. გუშინ კი მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი, რომელმაც ბანკში მძევლები აიყვანა, 32 წლის ბადრი ესებუაა. ამ ინფორმაციას მთელი დღის განმავლობაში შსს-ში არ ადასტურებდნენ.

საღამოს 8 საათზე კი შსს-ში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა, სადაც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ თავდამსხმელი 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა.

ამ ინფორმაციის შემდეგ სოციალურ ქსელში, სადაც ბადრი ესებუას სახელით რამდენიმე "ფეისბუქგვერდი" იძებნება, ერთ-ერთ გვერდზე მთელი დღის განმავლობაში უამრავი სახალისო კომენტარი იწერებოდა.