loader

კორონავირუსით 34 წლის ქალი გარდაიცვალა - რა ვიცით ამის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კორონავირუსით 34 წლის ქალი გარდაიცვალა - რა ვიცით ამის შესახებ

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტებიდან ერთ-ერთი 34 წლის ქალია, რომელიც კლინიკა „ჯერარსში“ მკურნალობდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, პაციენტს კორონავირუსთან ერთად პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა.

„გუშინ 34 წლის ქალი გარდაიცვალა. პაციენტს ძლიერი პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა“, - აცხადებენ კლინიკაში.

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 23 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 238-მდე გაიზარდა. ასევე, ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 824 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისად, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ჯამში 32 127-ს შეადგენს.