loader

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა, გუშინდელთან შედარებით, შემცირდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა, გუშინდელთან შედარებით, შემცირდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 37263-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 2 906 პაციენტი და საერთო რაოდენობა 19 810-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 070 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4 200 ადამიანი გადის. ამასთან, "კოვიდსასტუმროში" მყოფი პირების რაოდენობა 2 324-ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 12 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 285-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.