loader

"ოცნების" შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 47 მილიონ ლარამდე ღირებულების ტენდერები მოიგეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ოცნების" შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 47 მილიონ ლარამდე ღირებულების ტენდერები მოიგეს

მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2020 წლის 1-ელ ოქტომბრამდე, დაახლოებით, 47 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს. სანაცვლოდ ამ შემომწირველებმა იმავე პერიოდში 1.3 მლნ ლარი გაიღეს "ქართული ოცნების" სასარგებლოდ. ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ანგარიშშია აღნიშნული.

კვლევის მიხედვით, ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია შპს "გ & კ ტექნოლოგი", რომელმაც წლის განმავლობაში 17.2 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო, მისმა მფლობელმა რომან აბრამიშვილმა კი "ქართულ ოცნებას" 60,000 ლარი შესწირა.