loader

შსს იმ მამაკაცის დაკავების კადრებს აქვეყნებს, რომელიც გორთან სატვირთო ავტომანქანით "მარშრუტკას" შეეჯახა და შეჯახების შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს იმ მამაკაცის დაკავების კადრებს აქვეყნებს, რომელიც გორთან სატვირთო ავტომანქანით "მარშრუტკას" შეეჯახა და შეჯახების შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა

პოლიციამ გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1958 წელს დაბადებული მ.ს. დააკავა.

უწყების ცნობით, დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მათი ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 30 ოქტომბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.