loader

"ელექტროშოკი არ ვიცი და შოკში ნამდვილად ხარ" - ნიკა მელია ირაკლი კობახიძეზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ელექტროშოკი არ ვიცი და შოკში ნამდვილად ხარ" - ნიკა მელია ირაკლი კობახიძეზე

ელექტროშოკი არ ვიცი და შოკში ნამდვილად ხარ, - ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის" გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკა მელია პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ პროვოკაციების ორგანიზების კუთხით, დამკვირვებლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებზე: დევი ჭანკოტაძეზე, დიმიტრი შაშკინსა და ნიკა მელიაზე, რადგან კობახიძის ინფორმაციით, მათ მობილიზებული ჰყავთ ეკიპაჟები, რომლებიც აღჭურვილნი არიან ხელკეტებითა და ელექტროშოკებით.

„ელექტროშოკი არ ვიცი და შოკში ნამდვილად ხარ. ხვალ გლდანის რაიონი პოლიტიკიდან გაგაცილებს“, - წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.