loader

უმძიმესი კადრები თურქეთიდან, სადაც რამდენიმე წუთის წინ ძლიერი მიწისძვრა მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმძიმესი კადრები თურქეთიდან, სადაც რამდენიმე წუთის წინ ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, იზმირის პროვინციაში, სეფერიჰისარის სანაპიროებთან, 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, 16,5 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ მიწისძვრის შედეგად იზმირში 6 შენობა დაინგრა, თუმცა, იზმირის მერის ინფორმაციით, დანგრეულია 20-მდე შენობა. დაშავებულებსა და დაღუპულებზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.