loader

ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია

ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლით, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს ასეთი საარჩევნო შედეგი აქვთ: „ქართული ოცნება“ – 46%;

საზოგადოებრივი კვლევების ორგანიზაცია Public Opinion Strategies ეგზიტპოლის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარდა.

ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით ჩატარებული 17.00 საათის ეგზიტპოლების შედეგების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ მოქალაქეების 41%-იანი მხარდაჭერა მიიღო, მეორე ადგილი დაიკავა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ-გაერთიანებული ოპოზიცია“ -33%-ით, „ევროპულმა საქართველომ“ ხმების 5-% მიიღო, პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ -4% მიიღო, "პატრიოტთა ალიანსმა"-3%, „სტრატეგია აღმაშენებელი“-3%, „გირჩი“-3%, „ლეიბორისტული პარტია“ -2%, „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველო“-1%, „მოქალაქეები“-1%, ხოლო დარჩენილი 5% სხვა პარტიებზე გადანაწილდა, რომლებმაც 1%-იანი ზღვარი ვერ გადალახეს.

აღნიშნული კვლევა ipsos საფრანგეთმა ჩაატარა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, „ქართული ოცნება- დემოკრატიულმა საქართველომ“ მოქალაქეების 52.26 %-იანი მხარდაჭერა მიიღო. ეგზიტპოლების მიხედვით, მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ამომრჩეველთა 25,33 %-მა დაუჭირა მხარი. „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო 4,20 %.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, „ლელო“ აქვს 2,61 %-იანი მხარდაჭერა, „გირჩმა“ მიიღო 3,52%, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ კი 2,37%.