loader

ირაკლი კობახიძე: ჩვენ მივიღებთ 92 მანდატს და ეს გარანტირებული მონაცემებია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ მივიღებთ 92 მანდატს და ეს გარანტირებული მონაცემებია

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 3007 უბნის შედეგების მიხედვით, კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმულის შესაბამისად, მმართველი პარტია პროპორციული წესით 62 მანდატს მიიღებს. მისივე განმარტებით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებს დამაჯერებელი უპირატესობა 14 ოლქში აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე პირველ ტურში მმართველ ძალას პარლამენტში 76 მანდატი უკვე გარანტირებული აქვს. საბოლოო ჯამში კობახიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ დაახლოებით, 92 მანდატის მიღების იმედი აქვს.