X
„ქართული ოცნება“ ზუგდიდში მეორე ტურისთვის უკვე ემზადება
12:30 / 01-11-2020
მეორე ტურისთვის მზადებას ჩვენ დღეიდან ვიწყებთ, - ამის შესახებ ზუგდიდში „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ზუგდიდის მერმა გეგა შენგელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდში, ირაკლი ჩიქოვანი მეორე ტურში ღირსეულ გამარჯვებას მოიპოვებს.

„ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა და ჩვენმა მაჟორიტარობის კანდიდატმა პირველ ტურში დამაჯერებელი სხვაობით გაიმარჯვა, თუმცა ეს მხარდაჭერა საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ გამარჯვება პირველივე ტურში გაგვეფორმებინა, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ, მეორე ტურში დამაჯერებელ გამარჯვებას მივაღწევთ. ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის სახით ზუგდიდელებს ეყოლებათ ძალიან ღირსეული ხმა საქართველოს პარლამენტში. მიუხედავად ოპოზიციის შეთანხმებული პოზიციისა, მეორე ტურში გამარჯვების გაფორმების მხრივ ჩვენ უფრო მეტი შანსები გვაქვს, ვიდრე გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციას. ასე რომ, მეორე ტურში ჩვენ ღირსეულ გამარჯვებას აუცილებლად გავიფორმებთ“, - განაცხადა გეგა შენგელიამ.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“ამას ნაღდად არ ველოდი! იმათმა კარგად გადააკოპირეს და ორიგინალი ჩვენია“ - ვიდეო, რომელიც ინტერნეტში ნახვების რეკორდს ხსნის
“სასწრაფოდ მოსაგვარებელია! ძალიან ბევრ პაციენტს დანიშნული აქვს ერთი და იგივე“ - წამლები, რომლებიც შეიძლება არ გვჭირდებოდეს და მაინც ფულს ვხარჯავთ
"ძველი საყვარლებივით გავიპარეთ... რომ დავთვერით თითქმის უგონოდ, პირველად მითხრა" - როგორ ულოცავს ნათია ფანჯიკიძე მეუღლეს დაბადების დღეს
“თანხა იყო ძალიან შთამბეჭდავი, მაგრამ უარი ვთქვი“ - რა შემთხვევა გაიხსენა გიორგი უშიკიშვილმა პირველად ეთერში?
ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური კლასი - რა პასუხი გასცა უკმაყოფილო ვლადიმირ პუტინს 2002 წელს საჯაროდ?
სოფო ნიჟარაძე ელის-მარიას ახალ ვიდეოს აქვეყნებს - კადრები ვარსკვლავური დედა-შვილის ბინიდან
“ვიცი, რომ შევძლებ“ - გიორგი სუხიტაშვილი სარეაბილიტაციო ცენტრიდან ვიდეოს აქვეყნებს
“სამ დღეში მინუს 2 კილო“ - თათია სულუაშვილი კვების საგანგებო რეჟიმს გვიზიარებს