loader

აპოკალიპტური კადრები - რა ხდებოდა იზმირში მიწისძვრის შემდეგ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აპოკალიპტური კადრები - რა ხდებოდა იზმირში მიწისძვრის შემდეგ?

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა. მედიის ინფორმაციით, დაშავებულია 800-ზე მეტი ადამიანი. ამასთან, მაშველებმა, ქალაქ იზმირში დედა და სამი შვილი გადაარჩინეს, რომლებმაც ნანგრევებში 18 საათი გაატარეს.

ქალაქის მერი აცხადებს, რომ ნანგრევებში 200-მდე ადამიანია კვლავ დარჩენილი. მკურნალობა 380 პაციენტს უტარდება, 25 ადამიანი კი რეანიმაციაში იმყოფება. ადგილზე 5 000-მდე მაშველი და და 680 სატრანსპორტო საშუალება მუშაობს.

ადგილზე მობილიზებულია ვერტმფრენები, ნავები და მყვინთავთა რაზმები, რამდენადაც მიწისძვრამ საპორტო ქალაქში წყალდიდობა გამოიწვია.

რაც შეეხება საბერძნეთს, აქ მიწისძვრის შედეგად კუნძულ სამოსზე კედელი ჩამოინგრა, რა დროსაც 2 მოზარდი დაიღუპა.

შეგახსენებთ, გუშინ თურქეთსა და საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. თურქეთის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 6.6 მაგნიტუდა იყო, აშშ-ის გეოლოგიური კვლევების ცენტრის ცნობით კი, ბიძგების სიმძლავრემ ეპიცენტრში 7.0 მაგნიტუდას მიაღწია. რაც შეეხება საბერძნეთს, კუნძულ სამოსზე 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.