loader

ოპოზიციური პარტიები სამოქმედო გეგმის განსახილველად შეიკრიბნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოპოზიციური პარტიები სამოქმედო გეგმის განსახილველად შეიკრიბნენ

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები "ლეიბორისტული პარტიის" ცენტრალურ ოფისში იკრიბებიან.

დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა საპარლამენტო არჩევნების შედეგების განხილვა და ოპოზიციის სამოქმედო გეგმაა. სავარაუდოდ, დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყდება, დაიწყებს თუ არა ოპოზიცია საპროტესტო აქციებს.

როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აღნიშნავენ, 2020 წლის არჩევნები არ იყო სამართლიანი, ამიტომ ისინი მის შედეგებს უნდობლობას უცხადებენ. ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა და ისინი არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის საკითხს ეჭვქვეშ აყენებენ.

ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ ხმების 48.36 %, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას” 26.35 % აქვს.